ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება

რა არის ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება?

სიტყვა „სასამართლო დაცვის საშუალება“ (remedy) ნიშნავს „კანონიერ გზას პრობლემის ან უთანხმოების გადაწყვეტისთვის“. სხვა სიტყვებით, ეს არის ის სამართლებრივი საშუალება, რომლითაც უფლება დარღვეულ პირს შეუძლია მიიღოს დახმარება.

ეფექტური დაცვის საშუალება უნდა იყოს შესაბამისი, ხელმისაწვდომი და გონივრულ ვადაში რეაგირებადი.

სრულყოფილი და შედეგიანი გამოძიება, კომპენსაცია, იმ სამართლებრივი აქტის გაუქმება, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევით იქნა მიღებული, ან დარღვევისათვის პასუხისმგებელი პირების დასჯა — ეს ყველაფერი წარმოადგენს ეფექტური დაცვის საშუალების მაგალითებს.

შენიშვნა  ეფექტური დაცვის საშუალებების კონკრეტული სია არ არსებობს: ისინი დამოკიდებულია თითოეული კონკრეტული შემთხვევის გარემოებებზე. მთავარია, რომ დაცვის საშუალება საკმარის შვებას უნდა აძლევდეს იმ პირს, ვისი უფლებებიც დაირღვა.

ვინ იცავს ამ უფლებას?

რადგან სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების მთავარი გარანტორი, სწორედ სახელმწიფო ორგანოებს აკისრიათ ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ იმ პირებს, რომელთა უფლებებიც არ იქნა დაცული, ჰქონდეთ საშუალება წარადგინონ საჩივარი საჯარო დაწესებულებებსა და სასამართლოებში და მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი დახმარება. თუმცა, ეს უფლება არ გულისხმობს კონკრეტულ ფორმას — სახელმწიფოს შეუძლია თვითონ განსაზღვროს, რა სახის დახმარება იქნება მოცემულ შემთხვევაში ყველაზე შესაბამისი.

შენიშვნა — ეფექტური დაცვის უფლება ხშირად დაკავშირებულია მნიშვნელოვან  უფლებებთან, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა.

უფლების საერთაშორისო აღიარება

ეფექტური დაცვის უფლება ადამიანის უფლებებით სარგებლობის საფუძველია.

ყველა დარღვევის პრევენცია ყოველთვის შესაძლებელია არ არის, თუმცა ყოველგვარი დარღვევა მოითხოვს შესაბამის რეაგირებას და გამოსწორებას.

ადამიანის უფლებათა პირველი ყოვლისმომცველი დოკუმენტი — 1948 წლის ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია — 8-ე მუხლში განმარტავს:

ყველას, ვისაც დაერღვა კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისგან.

აღნიშნულ უფლებას მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო და რეგიონალური კონვენციები.

კონტექსტში

წყაროები

ბოლო განახლებები 19/12/2025