რა არის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება?
შეკრების თავისუფლება ადამიანებს საშუალებას აძლევს შეიკრიბონ ჯგუფებად, რათა იმოქმედონ კოორდინირებულად და მიზანმიმართულად. შეკრება არ გულისხმობს ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს, როდესაც თითოეული მოქმედებს ინდივიდუალურად (ცალკე), არამედ ის კოლექტიური ხასიათის მოქმედებაა: მაგალითად, მსვლელობა, პროტესტი ან დემონსტრაცია. გაერთიანების თავისუფლება საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს შეუერთდეს ჯგუფს ან ორგანიზაციას საერთო მიზნის მისაღწევად. ეს შეიძლება იყოს პროფკავშირი, პროფესიული ასოციაცია ან სხვა ორგანიზაცია. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს შეკრებისა და გაერთიანების უფლებას, არამედ ის მოიცავს უფლებას, რომ არავინ აიძულონ შეუერთდეს რაიმე გაერთიანებას.
როგორ შეიძლება შეიზღუდოს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება?
ეს უფლება მოიცავს კერძო და საჯარო შეკრებებს, რომლის სტატიკური და დინამიკური - საკვანძო სიტყვაა „მშვიდობიანი“. ამრიგად, ძალადობრივი შეკრებები არ არის დაცული.
ზოგადად, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება არ არის აბსოლუტური და, შესაბამისად, შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს სამ კრიტერიუმს, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს იმისთვის, რომ შეზღუდვა იყოს კანონიერი:
1. შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით: ეროვნული კანონმდებლობა იძლევა ასეთი შეზღუდვის შესაძლებლობას
2. შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში:
- ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე
- არეულობის ან დანაშაულის პრევენციისთვის
- ჯანმრთელობისა თუ მორალის დასაცავად
სხვათა უფლებებისა და თავის უფლებების დასაცავად
3. შეზღუდვა პროპორციულია (არაუმეტეს, ვიდრე საჭიროა დასახული მიზნის მისაღწევად)
ეს კრიტერიუმები ასევე საყოველთაოდ იქნა მიღებული და აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ და მრავალი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა იზიარებს მას.
ვინ იცავს შეკრების და გაერთიანების თავისუფლებას?
სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი გარანტი. მისი ვალდებულებები ორგვარია: ნეგატიური (ვალდებულებები „თავად არ დაარღვიოს“) და პოზიტიური (ვალდებულებები „იმოქმედოს“).
ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფომ თავი შეიკავოს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში თვითნებური ჩარევისგან, რითაც უზრუნველყოფილი გარემო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად შეიკრიბონ და შექმნან გაერთიანებები. პოზიტიური ვალდებულებაა ამ თავისუფლების დაცვა. ამისთვის სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი კანონები, ჰქონდეს ეფექტური სასამართლო სისტემა და მიიღოს უსაფრთხოების ზომები შეკრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ა.შ.
უფლების საერთაშორისო აღიარება
ადამიანის უფლებათა პირველი საეტაპო დოკუმენტის - 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის - მე-20 (1-2) მუხლი ასე იკითხება:
„ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლება. არავინ შეიძლება აიძულონ შევიდეს რაიმე გაერთიანებაში“.
ეს თავისუფლება მოგვიანებით აღიარა ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულმა კონვენციებმა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო ცალკე კონვენცია, რომელიც მოიცავს გაერთიანების თავისუფლების სხვადასხვა ასპექტს - ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის დაცვის შესახებ კონვენცია.
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა შეკრების უფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ:
„[ის] თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან იცავს ადამიანების უნარს გამოიყენონ ინდივიდუალური ავტონომია სხვებთან სოლიდარობით. სხვა მონათესავე უფლებებთან ერთად, ის ასევე წარმოადგენს მონაწილეობითი მმართველობის სისტემის საფუძველს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და პლურალიზმზე“.