ა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინაარმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
2009 წლის 19 თებერვალი

ფაქტები

შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის მოვლენებისა და ალ-ქაიდას შემდგომი საქმიანობის შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ, როგორც აშშ-ს მოკავშირემ, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ეს საგანგებო მდგომარეობა მოიცავდა ცვლილებებს ეროვნულ ანტიტერორისტულ აქტში, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხოელი პირები დაკავოს იმ შემთხვევებში, თუ ისინი ტერორიზმთან კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილი და მათი დეპორტაცია ან ექსტრადიცია მათ სამშობლოში შესაძლებელი არ იყო. 11 განმცხადებელი ამ საქმეში იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დააკავეს აღნიშნული კანონით, რადგან ისინი ეჭვმიტანილნი იყვნენ საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირში. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მათი დეპორტაცია შეუძლებელი იყო წარმოშობის ქვეყანაში არასათანადო მოპყრობის საფრთხის გამო, ამიტომ ისინი ხანგრძლივი დროით დატოვეს პატიმრობაში. დაკავებულმა პირებმა გაასაჩივრეს მათი დაკავების კანონიერება. საქმის განხილვა სპეციალურ სახელმწიფო დაწესებულებაში მოხდა, რომელმაც გამოიყენა დახურული პროცედურები, რომელთა მიხედვით განიხილეს მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლებოდა საჯაროდ გამჟღავნებულიყო, და ასევე ისეთი მასალები, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით უნდა ყოფილიყო გასაიდუმლოებული. ასევე  საჯარო მტკიცებულებები დაკავებულებს და მათ წარმომადგენლებს გააცნეს, მაგრამ გაიდუმლოებული მტკიცებულებები მხოლოდ სპეციალურ ადვოკატს მიეწოდა, რომელსაც ჰქონდა უფლება, გაეკეთებინა კომენტარები ამ მტკიცებულებებზე მხოლოდ დახურულ მოსმენებზე. სახელმწიფო დაწესებულებამ  საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის შედეგადაც განმცხადებლები კვლავ პატიმრობაში დარჩნენ.რამდენიმე წლის შემდეგ ლორდთა პალატამ ეჭვმიტანილი საერთაშორისო ტერორისტების დაკავების სქემა უკანონოდ გამოაცხადა და განმცხადებლები, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ დაკავებულები იყვნენ, გაათავისუფლეს.

საჩივარი

განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ პასუხისმგებელი სახელმწიფო დაწესებულების წინაშე ჩატარებული პროცედურა უსამართლო იყო, რადგან მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები სრულად არ იყო გამჟღავნებული. ისინი ასევე ჩიოდნენ, რომ მათი დაკავება უკანონო იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილება

პირველ რიგში, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაკავების კანონიერებისთვის აუცილებელი არ არის, რომ იგი მიმართული იყოს პირის დანაშაულის ჩადენის ან გაქცევის თავიდან აცილებისთვის. იმიგრაციის კონტექსტში თავისუფლების შეზღუდვა გამართლებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეპორტაციის ან ექსტრადიციის პროცესები მიმდინარეობს და ეს პროცესები ხორციელდება სათანადო სიფრთხილით.
მეორე მხრივ, კანონიერება მოითხოვს, რომ როგორც დაკავების შინაარსობრივი საფუძვლები, ასევე პროცედურული ასპექტები, გაწერილი იყოს ეროვნული კანონმდებლობით.
მესამე, იმისთვის, რომ დაკავება იყოს კანონიერი, იგი არ უნდა იყოს თვითნებური,რაც  გულისხმობს, რომ დაკავება უნდა იყოს:

  • განხორციელებული კეთილსინდისიერად,
  • მჭიდროდ დაკავშირებული დაკავების საფუძველთან,
  • ისეთ ადგილას, სადაც დაკავების პირობები შესაბამისი უნდა ყოფილიყო,
  • ისეთი ხანგრძლივობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიზნის მიღწევისთვის გონივრულად საჭირო პერიოდს.

ამ საქმეში, სასამართლომ, ყურადღებით გააანალიზა რა ფაქტები, აღიარა გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო მდგომარეობის არსებობა, ვერ იპოვა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა ვრცელდებოდეს უსაფრთხოების მიზნით დაკავება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და არა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ კონვენციის მოთხოვნებიდან გადახვევა, კერძოდ, უდროო პატიმრობის დაწესება, რომელიც რეალურად ემსახურებოდა არა იმიგრაციას, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებას, იყო არაპროპორციული, რადგან იგი არასამართლიანად ახდენდა დისკრიმინაციას უცხოელებსა და მოქალაქეებს შორის. შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მე-5 მუხლის (1) პუნქტი დაირღვა რამდენიმე განმცხადებლის მიმართ.
სასამართლომ გაიმეორა, რომ ნებისმიერი სახის დაკავების კანონიერების განხილვისას სამართალწარმოება მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიან სასამართლოს უფლებებს. ყოველ შემთხვევაში, სამართალწარმოება უნდა იყოს შეჯიბრებითი, ყოველთვის უნდა უზრუნველყოფდეს მხარეთა თანასწორობას და შესაძლოა საჭირო გახდეს ზეპირი მოსმენა. დაკავებულებს უნდა შეეძლოთ ეფექტურად გააპროტესტონ მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები. ეს შეიძლება მოიცავდეს შესაბამისი მოწმეების გამოძახებას, დაკავებულის და მისი წარმომადგენლის უფლებას გაეცნონ იმ დოკუმენტებს, რომლებიც დაკავების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, ყოველთვის შეიძლება არსებობდეს დაბალანსებული შეზღუდვები სრულად შეჯიბრებითობით პროცესებზე, რაც ამას მოითხოვს დამაჯერებელი შემაჯამებელი ინტერესები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება.

წინამდებარე საქმეში, ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო წყაროების გასაიდუმლოება უნდა იყოს დაბალანსებული მომჩივნების უფლების პროცედურულ სამართლიანობაზე მათი სამართალწარმოებისას. სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იყო სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გადაჭარბებული და დაუსაბუთებელი საიდუმლოება იყო გამოყენებული სამართალწარმოებაში.

ხუთი განმცხადებლის წინააღმდეგ წარმოდგენილი ღია მასალები მოიცავდა ბრალდებებს, რომლებიც იყო საკმარისად დეტალური, რათა მათ შეძლებოდათ ეფექტურად გაესაჩივრებინათ თავიანთი დაკავება. შესაბამისად, მათ შემთხვევებში პროცედურული მოთხოვნები დაკმაყოფილდა. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ დანარჩენი განმცხადებლების საქმეებში ღია მტკიცებულებები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მათ ეფექტურად გაესაჩივრებინათ დაკავება. შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მე-5 მუხლის (4) პუნქტი დაირღვა ამ განმცხადებლების მიმართ.

გაიგეთ მეტი

თემები

ბოლო განახლებები 28/11/2025