ბაზჟაკი ლატვიის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
2010 წლის 19 დეკემბერი

ფაქტები

განმცხადებელი, ბ-ნი ბაჟაკსი, იხდიდა სასჯელს. დაუგავპილსის ციხეში სასჯელის მოხდის დროს განმცხადებელი მოათავსეს გადატვირთულ საკანში.

საჩივარი

ბ-ნი ბაჟაკსი ჩიოდა, რომ საკნის გადატვირთულობა და პირადი სივრცის ნაკლებობა არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს.

სასამართლოს გადაწყვეტილება

სასამართლომ განმარტა, რომ მე-3 მუხლი აბსოლუტური სახით კრძალავს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას, განურჩევლად გარემოებისა და მსხვერპლის ქცევისა. კონვენციის მე-3 მუხლში რომ მოხვდეს, არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის მინიმალურ დონეს, რომელიც დამოკიდებულია თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაზე და ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და გონებრივი ზემოქმედება, მსხვერპლის ასაკი და ჯანმრთელობა და ა.შ. სასამართლომ ასევე გაიმეორა, რომ მოპასუხე მთავრობას ევალება ორგანიზება გაუწიოს სასჯელაღსრულების სისტემას ისე, რომ უზრუნველყოს დაკავებულთა ღირსების პატივისცემა, განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა. განსახილველ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ დაუგავპილსის ციხეში გაცილებით მეტი პატიმარი იყო, ვიდრე ეს იყო განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება საკნების გაზომვისა და იქ მყოფი პატიმართა რაოდენობის შესახებ, სასამართლომ დაადგინა, რომ იმ დროისთვის საცხოვრებელი ფართის შიდა სამართლებრივი სტანდარტი იყო 2,5 მ2 ზრდასრული მამაკაცი პატიმრებისთვის. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბ-ნი ბაზჟაკს გადაეცა არაუმეტეს 2,5 მ2 პირადი ფართი. გარდა ამისა, განმცხადებელს არ შესთავაზეს რაიმე საკნის გარეთ აქტივობა, ხოლო გარე ეზო ძალიან პატარა იყო რაიმე ფიზიკური ვარჯიშისთვის. სასამართლომაღნიშნა, რომ პატიმრობის სხვა პირობები ასევე არაადეკვატური იყო, შესაბამისად დაასკვნა, რომ დაუგავპილსის ციხეში პატიმრობის პირობები იყო დამამცირებელი და არაადამიანური კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით..

გაიგეთ მეტი

თემები

ბოლო განახლებები 24/07/2025