დ.ფ. ლატვიის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
2013 წლის 29 ოქტომბერი

ფაქტები

განმცხადებელი გაასამართლეს გაუპატიურებასა და არასრულწლოვანზე უხამს თავდასხმაში და მიესაჯა ცამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. ის დაუგავპილსის ციხეში იმყოფებოდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სადაც, სავარაუდოდ, სხვა პატიმრები ძალადობდნენ მასზე, რადგან მათ იცოდნენ, რომ ის მოქმედებდა როგორც პოლიციის ინფორმატორი და იყო სექსუალური დამნაშავე. ციხის ადმინისტრაციას იგი ხშირად გადაჰყავდა ერთი საკნიდან მეორეში, რითაც ამხელდა სხვა პატიმარს. მან მრავალი განცხადება გააკეთა, რომ გადაეყვანათ დაკავებულთა სპეციალურ ციხეში, რომლებიც მუშაობდნენ ან თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან. მისი მოთხოვნა არაერთხელ იქნა უარყოფილი, რადგან ციხის ადმინისტრაციამ არ დაადგინა, რომ ის პოლიციის ინფორმატორი იყო. საბოლოოდ ის სპეციალურ ციხეში გადაიყვანეს.

საჩივარი

განმცხადებელი ჩიოდა, რომ სპეციალურ ციხეში არ გადაყვანის გამო იგი დაექვემდებარა ძალადობას, დამცირებას და ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას და შესაბამისად მის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი.

სასამართლოს გადაწყვეტილება

სასამართლომ განაცხადა, რომ სექსუალურ დანაშაულებებში ბრალდებული პატიმრები, ზოგადად, სხვა პატიმრების მხრიდან ძალადობის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. ის ფაქტი, რომ მომჩივანი თანამშრომლობდა პოლიციასთან, მას კიდევ უფრო დაუცველს ხდიდა. გარდა ამისა, დაუცველი პატიმრების ნებისმიერი ტრანსფერი უნდა იყოს პატიმართა შორის ძალადობის წინააღმდეგ საგულდაგულოდ შემუშავებული სტრატეგიის ნაწილი. მთავრობას არ ჰქონდა წარდგენილი ინფორმაცია ასეთი სტრატეგიის არსებობის შესახებ. სასამართლოს ასევე არ ჰქონდა ინფორმაცია დაუგავპილსის ციხის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ მომჩივნის დაუცველობის გამოსასწორებლად. სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრის გადაყვანა საკნიდან, რომელშიც მას ემუქრებიან, რა თქმა უნდა, იქნებოდა შესაბამისი და ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში, ადეკვატური ღონისძიება. მეორე მხრივ, თუ ასეთი გადაყვანები ხდება ხშირად და რეგულარულად ყოველგვარი მკაფიოდ განსაზღვრული მიზნის გარეშე, როგორც ჩანს, ეს არის მიდგომა, რომელიც ეწინააღმდეგება დაუცველი პატიმრების დაცვას ციხის საერთო პოპულაციისგან. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუცველი პატიმრების ნებისმიერი ტრანსფერი უნდა იყოს პატიმართა შორის ძალადობის წინააღმდეგ საგულდაგულოდ შემუშავებული სტრატეგიის ნაწილი.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის დარღვევას, რადგან განმცხადებლი იმყოფებოდა არასათანადო მოპყრობის გარდაუვალი რისკის შიშში  ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ამ პრობლემის გადასაჭრელად არ გააცნდა ეფექტური საშუალებები.

გაიგეთ მეტი

თემები

ბოლო განახლებები 26/09/2025