ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
2011 წლის 18 იანვარი
ფაქტები
განმცხადებელმა, გაზეთის გამომცემელმა, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ცნობილი მოდელი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. სტატიას თან ერთვოდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მოდელი გამოდის ნარკოტიკების ანონიმური (NA) ცენტრის შენობიდან. მოდელმა განმცხადებელს უჩივლა მისი კონფიდენციალურობის დარღვევისთვის. ეროვნულმა სასამართლოებმა განმცხადებელი დამნაშავედ ცნეს და დაავალეს კომპანიას გადაეხადა მოდელისთვის ზიანის ანაზღაურება და წარმატების საფასური (რომელსაც კლიენტი გადაუხდის მის ადვოკატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე მოიგო) დაახლოებით 250 000 ფუნტის ოდენობით მის ადვოკატისთვის.
საჩივარი
განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ფოტოების გამოქვეყნებისთვის სასჯელი არღვევდა მის გამოხატვის თავისუფლებას.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლომ დაადგინა, რომ მოდელის უფლება პირად ცხოვრებაზე აჭარბებდა განმცხადებლის უფლებას გამოხატვის თავისუფლებაზე. ამრიგად, განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა არ მომხდარა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა წარმოადგინეს საკმარისად საფუძვლიანი მიზეზები, თუ რატომ არ უნდა გამოქვეყნებულიყო სურათები. შემდეგ სასამართლომ დააბალანსა განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლება მოდელის პირადი ცხოვრების უფლებასთან და დაადგინა, რომ:
- მოდელმა ადრე საჯაროდ უარყო ნარკოტიკების მოხმარება. შესაბამისად, ნარკომანიისა და მკურნალობის ძირითადი ფაქტები საზოგადოების ინტერესის საგანი იყო და შეიძლება გამოქვეყნებულიყო.
- თუმცა, უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, კერძო ინფორმაცია, რომელიც მოდელმა თავად გაასაჯაროვა და შესაბამისად, საჯარო დებატების საგანი იყო და მეორე მხრივ, დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მანდ არ გაასაჯაროვა.
- წინამდებარე საქმეში, ფოტოები გადაღებულია ფარულად და იყო ინტიმური და პირადი ხასიათის.
- საზოგადოების ინტერესი უკვე დაკმაყოფილდა მოდელის დამოკიდებულებისა და მკურნალობის ძირითადი ფაქტების სტატიაში გამოქვეყნებით.
სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლება არ დაირღვა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასთან დაკავშირებით, მაგრამ დაირღვა წარმატების საფასურის მაღალი ოდენობის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ზარალს, სასამართლომ დაადგინა, რომ ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებული იყო ბრიტანეთის კანონმდებლობით და მათი ლეგიტიმური მიზანი იყო მოდელის კონფიდენციალურობის დაცვა. ეროვნულმა სასამართლოებმა დაასახელეს საკმარისად კარგი მიზეზები, თუ რატომ არ უნდა გამოქვეყნებულიყო სურათები, რადგან ისინი იყო ინტიმური ხასიათის და ფარულად გადაღებული.
რაც შეეხება წარმატების საფასურს, სასამართლომ განაცხადა, რომ იგი გათვალისწინებული იყო ბრიტანეთის კანონმდებლობით და მიზნად ისახავდა იმ პირების დაცვას, რომლებსაც არ შეუძლიათ თავად გადაიხადონ იურიდიული დახმარების საფასური. თუმცა, ცნობილი მოდელი მდიდარი იყო და შეეძლო თავად გადაეხადა ადვოკატის მომსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ შიდა სამართალწარმოება იყო ხანგრძლივი და გარკვეულწილად რთული, მომჩივნის მიერ მის ადვოკატზე გადახდილი თანხა იყო ძალიან მაღალი და არაპროპორციული ლეგიტიმური ინტერესების დაცვასთან მიმართებით.