ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო
2005 წლის 6 ივლისი
ფაქტები
განმცხადებლები, ანელია ნაჩოვა და მისი დედა აქსინია ჰრისტოვა, თოდორკა რანგელოვა და რანგელ რანგელოვი წარმოშობით ბოშა ბულგარეთის მოქალაქეები არიან. საქმე ეხება განმცხადებლის ერთ-ერთი ნათესავის, ქ-ნ ნაჩოვას მამისა და ქ-ნ რანგელოვასა და ბ-ნი რანგელოვის ვაჟის მკვლელობას სამხედრო პოლიციელის მიერ, რომელიც მათ დაკავებას ცდილობდა. მეზობელი ამტკიცებდა, რომ იმის გამო, რომ მისი შვილიშვილი - ახალგაზრდა ბიჭი - იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც სროლა მოხდა, მან მაიორ გ.-ს სთხოვა ნებართვა მიახლოებოდა და საფრთხისგან მოეცილებინა. მაიორმა გ.-მ მისკენ მიმართა იარაღი და უთხრა: „ჯანდაბა ბოშებო!“.
საჩივარი
განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ბოშათა წარმოშობის ადამიანების მიმართ ცრურწმენამ და მტრულმა დამოკიდებულებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა სროლის მოვლენებთან და გამოძიების წარუმატებლობაში.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდამცავების მიერ წარმოთქმული რასისტული სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ნებისმიერი მტკიცებულება ეთნიკური ან სხვა უმცირესობის წარმომადგენელი პირების მიმართ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით ძალზე რელევანტური იყო იმ საკითხთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა თუ არა სიძულვილით გამოწვეულ ძალადობას. თუ ასეთი მტკიცებულებები გამოიკვეთება გამოძიებაში, ის უნდა გადამოწმდეს- თუ დადასტურდა - უნდა ჩატარდეს ყველა ფაქტის საფუძვლიანი გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს შესაძლო რასისტული მოტივი.
თუმცა, პასუხისმგებელ ინსტიტუტებს არაფერი გაუკეთებიათ მეზობლის განცხადების დასადასტურებლად. მათ არ გაითვალისწინეს შესაბამისი ფაქტები და შეწყვიტეს გამოძიება, რითაც დაიფარეს მაიორი გ.
ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა კონვენციის მე-14 მუხლის მე-2 მუხლთან ერთად დაკისრებული მოვალეობა, გადაედგათ ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა გამოეძიათ, მოხდა თუ არა დანაშაული დისკრიმინაციის საფუძველზე.