ტალი ესთონეთის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
2014 წლის 13 თებერვალი

ფაქტები

განმცხადებელი, ბ-ნი ტალი, იხდიდა სასჯელს. ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ იგი 3 საათზე მეტ ხანს იყო მიჯაჭვული საწოლზე დასამშვიდებლად.

საჩივარი

ბ-ნი ტალი დაობდა რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი. 

სასამართლოს გადაწყვეტილება

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დასჯის საშუალება, არამედ თვითდაზიანების ან სხვა პირებისთვის ან ციხის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. წინამდებარე საქმეში სასამართლომ მიუთითა, რომ არცერთი მტკიცებულება არ აჩვენებდა, რომ დაცვასთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, როდესაც ბ-ნი ტალი ერთადგილიან სადისციპლინო საკანში იყო გამოკეტილი, იგი საფრთხეს უქმნიდა საკუთარ თავს ან სხვებს.

სასამართლომ ასევე არ მიიღო ნორმად ის, რომ საათობრივი სამედიცინო შემოწმება ან მისი მოხსენებული აგრესიული ქცევა საწოლზე მიჯაჭვულობის გამართლებას განაპირობებდა. ასე რომ, სამსაათნახევარი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ის იყო მიბმული საწოლზე, არ იყო უმნიშვნელო და მის ხანგრძლივ იმობილიზაციას უნდა გამოეწვია მისი დისტრესი და ფიზიკური დისკომფორტი. იმ დღეს განმცხადებლის მიმართ გამოყენებული ძალის კუმულაციური ეფექტის გათვალისწინებით და საწოლზე მიჯაჭვული, სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნი ტალი დაექვემდებარა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით.

გაიგეთ მეტი

თემები

ბოლო განახლებები 17/02/2025