თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ადვოკატი ან თავად დაწეროთ განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად.
თუ თქვენი განცხადება დასაშვებად იქნება მიჩნეული და ეცნობება საქართველოს მთავრობას, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ იურიდიული დახმარებისთვის. საწყის ეტაპზე თქვენ თავად მოგიწევთ ადვოკატის მოძებნა და მისი მომსახურების საფასურის გადახდა. პროცესის შემდგომ ეტაპზე კი სასამართლო გამოგიყოფთ მხოლოდ შეზღუდულ ფინანსურ რესურსს თქვენი ადვოკატის მომსახურებისთვის. თქვენთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობას თავად სასამართლო დაადგენს. როგორც წესი, ამ პროცესში ადვოკატის საქმიანობა მოიცავს საქმისწარმოებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას და სასამართლოსთან მიმოწერას. გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოს მიერ გაცემულმა თანხამ შეიძლება სრულად ვერ დაფაროს თქვენი ადვოკატის მომსახურების ყველა ხარჯი.
გახსოვდეთ, რომ საქართველოს მთავრობა არ არის ვალდებული, უზრუნველყოს ადვოკატის ხარჯები.