როგორ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს?

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადის მისაღებად საჭიროა შეავსოთ განაცხადის ფორმა.

ფორმა

განაცხადის ფორმა და ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ სასამართლოს ვებგვერდზე.

ჩამოტვირთეთ ფორმა

ჩამოტვირთეთ ინსტრუქციები

სასამართლოს რეგლამენტის 47-ე მუხლი განმარტავს წესებს განაცხადის შინაარსისა და ხანგრძლივობის შესახებ.

ენა

პირველადი განაცხადის დაწერა შეგიძლიათ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ნებისმიერ ენაზე. სასამართლოს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ განაცხადის ფორმები და განაცხადის შეტანის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე.

თუ სასამართლო დაეთანხმება თქვენს განცხადებას, შემდგომი კორესპონდენცია გაიცვლება სასამართლოს სამუშაო ენაზე, რომელიც თქვენთვის ყველაზე შესაფერისია - ინგლისური ან ფრანგული.

შინაარსი

ვინაიდან მიიღება მხოლოდ სრულად შევსებული ფორმები, თქვენ უნდა შეავსოთ ყველა საჭირო ველი და მიაწოდოთ ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტი. თქვენი წინადადებები უნდა იყოს ნათელი და გასაგები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სასამართლო ყოველწლიურად  ათასობით განცხადებას იღებს და, შესაბამისად, ის თქვენს განცხადებას ძალიან მკაცრად შეაფასებს.

შეეცადეთ დაწეროთ მხოლოდ იმ ფაქტებსა და საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ადამიანის იმ უფლებების დარღვევასთან, რასთან დაკავშირებითაც თქვენ ჩივით. იმისათვის, რათა დაეხმაროთ სასამართლოს, უკეთ გაიგოს, რა მოხდა, ტექსტი უნდა იყოს მარტივი, კონკრეტული და მოერიდეთ ემოციურ ან დამამცირებელ სიტყვებს.

დოკუმენტები

განაცხადს თან უნდა დაურთოთ ყველა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების დარღვევის ფაქტთან (როგორიცაა თქვენ მიერ გაკეთებული საჩივრები და მიღებული პასუხები, სასამართლო გადაწყვეტილებები ან სხვა გადაწყვეტილებები და ა.შ.).

ვადები

იქამდე, სანამ საჩივრით მიმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ჯერ უნდა ამოწუროთ ეროვნული მექანიზმები. ამის შემდეგ კი თქვენი საჩივარი, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტის ჩათვლით, უნდა გაიგზავნოს საქართველოს სახელმწიფო ორგანოების ან სასამართლოების ბოლო გადაწყვეტილების მიღებიდან 4 თვის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ეროვნული დაწესებულებები, სადაც შესაძლებელი იქნება გასაჩივრება, 4 თვე ფასდება შესაძლო დარღვევის მომდევნო დღიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადის შეტანის ვადა განისაზღვრება თქვენს საჩივარზე  ბოლო ეროვნული გადაწყვეტილებიდან.

მაგალითი თუ თქვენ მიმართეთ ადმინისტრაციულ სასამართლოს ციხეში ცუდი პირობების გამო, თქვენ უნდა მიმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ადმინისტრაციული სასამართლოს ბოლო მოქმედი ინსტანციის ბოლო გადაწყვეტილების მიღებიდან 4 თვის ვადაში.

დარწმუნდით, რომ განაცხადი გააზავნეთ ვადის გასვლამდე. ვადა იწურება თუ 4 თვიანი პერიოდის ბოლო თარიღი ემთხვევა დასვენებებსა და შაბათ-კვირას.

მნიშვნელოვანია ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს საწყისი 4 თვიანი ვადის ამოწურვამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი უარყოფილი იქნება.

მისამართი

განაცხადის და დამატებითი დოკუმენტების გაგზავნამდე, უმჯობესი იქნება მათი ელექტრონულად შენახვა, სკანირება ან კოპირება. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ თქვენს განაცხადში მნიშვნელოვანი ინფორმაცია აკლია, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა დაწერა. ასეთ შემთხვევებში თქვენ არ მოგეცემათ დამატებითი დრო და განაცხადის ასლი შეიძლება დაგეხმაროთ ახალი ფორმის სწრაფად მომზადებაში.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

რეგისტრატორი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ევროპის საბჭო
F-67075 Strasbourg Cedex
საფრანგეთი

იურიდიული დახმარება

თავდაპირველი განაცხადის მომზადებისას თქვენ არ გაქვთ უფასო იურიდიული დახმარების უფლება. საჭიროებისამებრ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაიხდის თქვენთვის ადვოკატის მომსახურების საფასურს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი განცხადება გადაეცემა საქართველოს მთავრობას. წაიკითხეთ მეტი იურიდიული დახმარების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 15/11/2023