თქვენი განაცხადის სრულ განხილვას, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტში გადაწყვეტილების მიღებას, შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს.

მას შემდეგ, რაც კომიტეტი მიიღებს თქვენს თავდაპირველ განცხადებას, ის შეაფასებს დასაშვებობის კრიტერიუმებს. ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ წერილს კომიტეტისგან, რომელშიც ის შეგატყობინებთ, მიღებულია და დარეგისტრირდა თუ არა თქვენი განაცხადი, თუ არ იქნა მიღებული და არ განიხილება.

თუ თქვენი განაცხადი მიღებულია, ის განთავსდება სიაში და განიხილება რიგითობით. ამას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს. კომიტეტი პრიორიტეტს ანიჭებს ცალკეულ კატეგორიის საქმეებს, რომლებსაც გადაუდებლად მიიჩნევს. მაგალითად, საქმეები, რომლებიც ეხება დეპორტაციას და წამების შესაძლო რისკს.

როდესაც კომიტეტი განიხილავს თქვენს განცხადებას, ის სთხოვს საქართველოს მთავრობას, უპასუხოს თქვენს საჩივრებს. კომიტეტი ასევე მოგთხოვთ კომენტარის გაკეთებას საქართველოს მთავრობის პასუხზე.

თქვენი საჩივარი განიხილება წერილობითი პროცედურით, რაც ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ ჟენევაში, შვეიცარიაში გამგზავრება.

რესურსები

ბოლო განახლებები 08/09/2023