ადამიანის უფლებათა კომიტეტი გაეროს სტრუქტურული ერთეულია. ეს არის საერთაშორისო ექსპერტთა ორგანო, რომელიც ზედამხედველობს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულებას, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებას.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ განმარტავს ადამიანის ძირითად უფლებებს. მაგალითად, სიცოცხლის უფლება, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება და ა.შ. საქართველოსთვის პაქტი ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან.

ადამიანის უფლებათა კომიტეტს უფლება აქვს, განიხილოს თქვენი საჩივარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი უფლების დარღვევის შესახებ. მისი გადაწყვეტილებები არ არის იურიდიულად სავალდებულო, მაგრამ მათ აქვთ სერიოზული პოლიტიკური წონა და სახელმწიფოები, როგორც წესი, ითვალისწინებენ ამ დასკვნებს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი მუშაობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფაკულტატიური ოქმის საფუძველზე.

რესურსები

ბოლო განახლებები 08/09/2023