როგორ განიხილება თქვენი განაცხადი?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, შეამოწმოს ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი.

ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიაწოდოს შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა თქვენი უფლებების დარღვევის ფაქტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეუძლია მოითხოვოს დარღვევის გამოსწორება, დამრღვევის დაჯარიმება ან კანონით გათვალისწინებული სხვა ზომების გამოყენება.

მონაცემთა დაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა და მისი გასაჩივრება კანონით დადგენილი წესით შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში.

რა ვადაში განიხილება განაცხადი?

თქვენი განაცხადის სრული განხილვა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს, არა უმეტეს, 1 თვით.

რესურსები

ბოლო განახლებები 15/11/2023