თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდა და გავრცელდა თქვენი თანხმობის გარეშე რომელიმე კომპანიის ან სამთავრობო ორგანოს მიერ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებულია, განიხილოს განცხადება მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.