განცხადებისა და საჩივრის მიღების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების დაწყების თაობაზე.

როგორ განიხილება თქვენი განაცხადი?

განხილული გადაწყვეტილების შესახებ სახალხო დამცველი აცნობებს განმცხადებელს.

თუ სახალხო დამცველი გადაწყვეტს შემოწმების დაწყებას, მას შეუძლია მოითხოვოს მეტი ინფორმაცია თქვენგან ან იმ სახელმწიფო დაწესებულებებისგან, რომლებზეც თქვენ პრეტენზია გაქვთ. საჭიროების შემთხვევაში, მას ასევე შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია სხვა ინსტიტუტებიდან ან ექსპერტებისგან. სახალხო დამცველს შეუძლია მიიღოს შემოწმებისთვის საჭირო ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა.

რამდენი დრო სჭირდება განხილვას?

სახალხო დამცველი არ არის დროში შეზღუდული თქვენი განაცხადის განხილვისას. განაცხადის განხილვისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია მასში გამოვლენილი პრობლემის შინაარსსა და სირთულეზე. ხშირად, სხვა უწყებებიდან საჩივართან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გამო, განხილვისთვის საჭირო დრო ხანგრძლივდება.

რესურსები

ბოლო განახლებები 15/11/2023