როგორ განიხილება თქვენი განაცხადი?
სასამართლოს მიერ თქვენი პირველადი განცხადების მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციული განყოფილება განაცხადის მიღებიდან სამი დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი მასალების ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) შესაბამისობას.
საკონსტიტუციო სასამართლო საქმეებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებით, განიხილავს ზეპირი მოსმენით. სასამართლოს უფლება აქვს, განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განმცხადებლის ან/და მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
რა ვადაში განიხილება საჩივარი?
კონსტიტუციური საჩივრის არსებითი განხილვა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს მისი რეგისტრაციის მომენტიდან. გამონაკლის შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, გააგრძელოს ვადა, არა უმეტეს, 2 თვით.