საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია სარჩელის საფუძველზე განიხილოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.
სარჩელის საფუძველზე განიხილოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ საკანონმდებლო ნორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ ის არღვევს თქვენს უფლებებს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
თუ სასამართლო დაადგენს, რომ ადგილი ჰქონდა თქვენი უფლებების დარღვევას, მას შეუძლია კანონი, საკანონმდებლო ნორმა გამოაცხადოს ძალადაკარგულად. სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს, ეს დებულება აღარ იქნება ძალაში გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან თუ უფრო ადრეული დღიდან.
მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლება, განიხილოს კანონის კონსტიტუციასთან თავსებადობის საკითხი და ცნოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არაკონსტიტუციურად.
საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუძლია:
საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ის ამოცანები, რაც განსაზღვრულია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონით. ამიტომ, მას არ შეუძლია:
- შეისწავლოს საჩივრები კერძო კომპანიებისა და კერძო პირების ქმედებებთან დაკავშირებით;
- გააუქმოს ან შეცვალოს სასამართლოების ან სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
- ხელახლა შეისწავლოს ეროვნული სასამართლო საქმეების მტკიცებულებები;
- დასაჯოს სახელმწიფო მოხელეები ან კერძო პირები.