თქვენ უნდა წარადგინოთ თქვენი საჩივარი წერილობით.

ფორმა

კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სპეციალური სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის (მოსარჩელეთა) მიერ.

განცხადება გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციულ განყოფილებას.

ენა

საკონსტიტუციო სასამართლოს სამუშაო ენა ქართულია. სასამართლო ვალდებულია, პროცესის მონაწილე უზრუნველყოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ ის ვერ საუბრობს ქართულ ენაზე.

შინაარსი

თქვენს განაცხადში მკაფიოდ უნდა მიუთითოთ:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
  • განმცხადებლისა და მოპასუხის სახელები და მისამართები;
  • სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემლის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი - ფაქტობრივი გარემოებები;
  • სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს თქვენს მტკიცებას, რომ თქვენი უფლებები დაირღვა;
  • სასარჩელო მოთხოვნა;
  • საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის დებულებები, რომლებიც მოსარჩელეს ანიჭებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;
  • იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც განმცხადებლის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიძახოს.

დოკუმენტები

საკონსტიტუციო სარჩელს უნდა დაერთოს დოკუმენტები (განსაკუთრებით თქვენ მიერ გაგზავნილი განცხადებები/საცივრები და მიღებული პასუხები), რომლებიც დაკავშირებულია თქვენს სასარჩელო მოთხოვნასთან.

კონსტიტუციურ სარჩელს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;
  • მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი მათი მისამართების მითითებით;
  • საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;
  • კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

მისამართი

განაცხადები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

ელფოსტა: const@constcourt.ge

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმი | N8/10 კ. გამსახურდიას ქ.
ბათუმი | N16.18 მ. აბაშიძის ქ.
საქართველო

იურიდიული დახმარება

თქვენ უფლება გაქვთ, სასამართლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე თქვენი ინტერესები დაიცვას ადვოკატმა ან სხვა უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირმა.

რესურსები

ბოლო განახლებები 16/11/2023