საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

იგი მუშაობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის საფუძველზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს კონსტიტუციური სამართალწარმოებით. სასამართლოს შეუძლია კანონები ან დებულებები ბათილად გამოაცხადოს, თუ დაადგენს, რომ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიგაჩნიათ, რომ გარკვეული კანონი არღვევს ადამიანის იმ უფლებებს, რომლებიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით.

რესურსები

ბოლო განახლებები 15/11/2023