ადამიანის უფლებებიდან დეროგაცია და საგანგებო სიტუაციის საპასუხოდ მიღებული შემზღუდავი ზომები არ შეიძლება იყოს დისკრიმინაციული რასის, ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, საკუთრების, დაბადების ან სხვა სტატუსის საფუძველზე.
მაგალითად ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში, სახელმწიფოებს შეუძლიათ თავისუფლების უფლებიდან დეროგაცია, რათა დროებით დაუშვან ტერორისტული დანაშაულების ჩადენაში ან მოწყობაში ბრალდებულის დაკავების უფრო ფართო საფუძველი. თუმცა, ასეთი ზომები არ შეიძლება იყოს გამიზნული მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ.
სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საგანგებო სიტუაციის საპასუხოდ მიღებულმა ზომები არ იყოს დისკრიმინაციული ან არაპროპორციულად უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებზე ირიბად.
მაგალითად პანდემიის დროს, სახელმწიფომ შეიძლება მოითხოვოს ადამიანების ხანგრძლივად დარჩენა სახლში. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოებმა გულდასმით უნდა შეაფასონ, აქვს თუ არა ეს ვალდებულება არაპროპორციულად უარეს გავლენას სიღარიბეში მყოფ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ პატარა ბინებში ან სხვა საერთო საცხოვრებელ ადგილებში და რომელთა საცხოვრებლის კომუნალური ხარჯები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, განსხვავებით მათ, ვინც ფლობს დიდ კერძო სახლებს და შეუძლია გაზარდოს სახლში დარჩენასთან დაკავშირებული ხარჯები.