მოსამართლის გადაწყვეტილებით თქვენს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას პატიმრობა.
დანაშაულისთვის დაკავება დასაშვებია, მაქსიმუმ, 72 საათით. დაკავებიდან, არაუგვიანეს, 48 საათისა, უნდა მოგცენ ბრალდების შესახებ დადგენილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეთ. დაკავების მომენტიდან თქვენ გაქვთ ბრალდებულის სტატუსი. ხოლო თქვენი დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში, პროკურორმა უნდა მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. თუ პროკურორი 48 საათის განმავლობაში არ გამოიყენებს აღკვეთის ღონისძიებას, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეთ.
ამის შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
თუ დაგაკავეს თქვენი სასამართლო პროცესის დაწყებამდე, უნდა წარსდგეთ იმ სასამართლოს წინაშე, რომელიც განიხილავს თქვენს საქმეს.
მნიშვნელოვანია პროცესის წარმმართველი პირის მოვალეობაა, წარგადგინოთ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. თქვენ არ უნდა დაგჭირდეთ ამის მოთხოვნა.
სასამართლოს შეუძლია აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. წაიკითხეთ მეტი პატიმრობის მიზეზების შესახებ.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
თუ დაკავების ვადის ამოწურვამდე არ მიგიყვანენ სასამართლოში, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა.