რა ძირითადი უფლებები გაქვთ დაკავებისას?

დაკავებისას თქვენ სარგებლობთ რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებით, რომლის შესახებაც უნდა იყოთ ინფორმირებული. პოლიცია ვალდებულია, გაცნობოთ ამ უფლებების შესახებ.
თქვენ გაქვთ უფლება:

  • იცოდეთ თქვენი დაკავების მიზეზები და ბრალდება 
  • დუმილის, ანუ უფლება, არ მიაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში იქნას გამოყენებული
  • მოიწვიოთ ადვოკატი
  • აცნობოთ თქვენს ახლობლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებას ან დამსაქმებელს თქვენი დაკავების შესახებ.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ამ ნაწილში განმარტებულია, რას ნიშნავს ეს უფლებები და როდის უნდა იყოთ მათ შესახებ ინფორმირებული.

ბოლო განახლებები 13/11/2023