როგორ შეიძლება იჩივლოთ დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე?

დაკავებისას თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ იჩივლოთ სახელმწიფო დაწესებულებებსა და სასამართლოში. საერთაშორისო და ევროპულ ინსტიტუტებში საჩივრის შეტანა შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება შიდა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები. 

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ეს ნაწილი განმარტავს, თუ როგორ და რა მიზეზების გამო შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებსა და სასამართლოს.

საერთაშორისო და ევროპული საჩივრის პროცედურების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების ნაწილში.

ბოლო განახლებები 13/11/2023