რა მოთხოვნები არსებობს კანონიერი დაპატიმრებისთვის?

საქართველოში დაპატიმრებისა და დაკავების საფუძვლები და პროცედურა ახსნილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია ან კანონით უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირები ამ საფუძვლებს არასწორად არ იყენებდენენ. არაკანონიერი იქნება მათი ქმედება იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირები ფლობენ ინფორმაციას თქვენი უდანაშაულობის შესახებ, იციან, რომ თქვენ არ ჩაგიდენიათ დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაგრამ მაინც დაგაკავეს. 

მოთხოვნები

იმის შესაფასებლად, დაკავებისას ირღვევა თუ არა თქვენი ისეთი უფლებები, როგორიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ მოთხოვნებს:

  • დაპატიმრება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ საფუძვლებს
  • სავარაუდო დანაშაულისთვის დაკავებაზე უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი მიზეზი იმისა რომ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაული. ეს ნიშნავს, რომ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს უკვე აქვთ იმ ფაქტებისა ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ თქვენ შესაძლოა ჩადენილი გაქვთ დანაშაული. ობიექტური დამკვირვებელი არის, მაგალითად, ადამიანი, რომელიც არ არის დაკავშირებული თქვენთან და არ არის დაინტერესებული თქვენი დაცვით. უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია დაგაკავოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როდესაც ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები. 
  • დაკავება ან დაპატიმრება უნდა განხორციელდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო  და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
  • ოქმში, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ საქმეზე, ნათლად უნდა იყოს მითითებული დაკავების ან დაპატიმრების რომელი საფუძველია გამოყენებული თქვენს საქმეზე და რატომ
  • პოლიციამ ან სხვა უფლებამოსილმა პირმა არ უნდა მოგატყუოთ. მაგალითად, მათ არ შეუძლიათ გამოგიძახონ პოლიციის განყოფილებაში სხვა მიზეზის გამო და შემდეგ დაგაკავონ სხვა დანაშაულისთვის
  • დაკავების აუცილებლობა დასაბუთებას მოითხოვს, შესაბამისად, მისი რეალური საჭიროება მკაფიო უნდა იყოს. მაგალითად, დაკავების აუცილებლობა შეიძლება იყოს სახეზე დანაშულზე წასწრების შემთხვევაში, ან ისეთ დროს როდესაც არსებობს შესაძლო დამნაშავის მიმალვის რეალური რისკი
  • დაკავების შემდეგ უნდა გადაგიყვანონ ამისთვის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას. საქართველოში პოლიციის თანამშრომელმა დაუყოვნებლივ უნდა მიგიყვანოთ უახლოეს პოლიციის განყოფილებაში.

რესურსები

ბოლო განახლებები 13/11/2023