როგორ უნდა მოგეპყრონ დაკავების დროს?

დაპატიმრებისას პოლიციის თანამშრომლები არ უნდა მოგექცნენ არაადამიანურად ან ღირსების შემლახველად; დაკავებისას მათ არ უნდა გამოიყენონ ზედმეტი ან არაპროპორციული ფიზიკური ძალა; დაკითხვისას ან სხვა პროცედურების განხორციელებისას მათ არ უნდა გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები; თქვენ გაქვთ უფლება, იმყოფებოდეთ ღირსეულ პირობებში და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოთ სამედიცინო დახმარება.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ეს ნაწილი განმარტავს, თუ როგორი მოპყრობა და პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაკავებისას და აღწერს სიტუაციებს, რა დროსაც შეიძლება დაირღვეს თქვენი უფლებები.

ბოლო განახლებები 13/11/2023