გარკვეულ სიტუაციებში ბრალდებულ პირს შეიძლება შეეფარდოს პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. პატიმრობის პროცედურები უნდა განხორციელდეს კანონიერად და ადამიანის უფლებების დაცვით.

პატიმრობა ნიშნავს, რომ თქვენ დაკავებული ხართ მანამ, სანამ შესაბამისი ორგანო იძიებს დანაშაულს და პატიმრობა შეიძლება გაგრძელდეს სასამართლო პროცესის განმავლობაში. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე.
 
პატიმრობის გამოყენება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არსებობს პატიმრობის შეფარდების საფუძვლიანი მიზეზები. პატიმრობის საფუძვლები განმარტებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ ფორმად ითვლება. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, იყო თუ არა ეს ღონისძიება თქვენს მიმართ კანონიერად და პროცედურების დაცვით გამოყენებული?

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ეს ნაწილი აგიხსნით, რატომ და როგორ შეიძლება იყოთ პატიმრობაში და განგიმარტავთ თქვენს ძირითად უფლებებს პატიმრობისას, პატიმრობის პერიოდში მოპყრობის პირობებისა და გათავისუფლების წესებს. ის ასევე განმარტავს, თუ როგორ შეგიძლიათ იჩივლოთ თქვენს დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რესურსები

ბოლო განახლებები 13/11/2023