რამდენ დროის განმავლობაში შეიძლება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება?
სასამართლო პროცესი გონივრულ ვადაში
ადამიანის უფლებებით გარანტირებულია სწრაფი მართლმსაჯულების უფლება. ეს იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას პროცესის ფარგლებში კანონით პირდაპირ განსაზღვრულ ან გონივრული ვადაში. პატიმრობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. თქვენი დაკავება არ უნდა აღემატებოდეს კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ ვადებს, რაც 9 თვეს მოიცავს. საქართველოს კანონმდებლობა გამონაკლისს არ ადგენს და პატიმრობის ვადის გაგრძელება რაიმე მიზეზით შეუძლებელია.
დასაბუთებული გადაწყვეტილება
თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ მაგისტრატ მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების მოთხოვნით. ყოველ ჯერზე, როცა მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება, მან უნდა ახსნას და დეტალურად დაასაბუთოს, თუ რატომ არის საჭირო კონკრეტულად თქვენს საქმეში პატიმრობის შეფარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა თქვენი უფლებები.
რა უფლებები ირღვევა?
პატიმრობის გახანგრძლივებამ, კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევით, შეიძლება გამოიწვიოს თქვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა.