როგორ იჩივლოთ დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე?

თქვენ უნდა გქონდეთ საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ ფიქრობთ, რომ დაკავებისას დაირღვა თქვენი უფლებები. პირველ რიგში, ეროვნულ დონეზე უნდა მიმართოთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და სასამართლოს. საერთაშორისო ინსტიტუტები არ მიიღებენ თქვენს საჩივარს, თუ ჯერ ადგილობრივ დონეზე არ მოითხოვთ საქმის განხილვას და არ ამოწურავთ უფლების დაცვის შიდა, ეროვნულ ინსტრუმენტებს. 

საერთაშორისო ან ევროპულ ინსტიტუტებს უნდა მიმართოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებების დარღვევა ქართულმა ინსტიტუტებმა არ გამოასწორეს.

გზამკვლევის  შესახებ

გზამკვლევის ეს ნაწილი განმარტავს, თუ როგორ შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სასამართლოებს და რა საკითხების გასაჩივრება შეგიძლიათ დაკავების ფარგლებში.

საჩივრის საერთაშორისო და ევროპული პროცედურების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ გზამკვლევის შემდეგ ნაწილში-ადამიანის უფლებათა ინსტიტუტები.

ბოლო განახლებები 13/11/2023