როგორ იჩივლოთ დაკავების ადგილის პირობებთან დაკავშირებით და როგორ მოითხოვოთ კომპენსაცია?

თქვენ გაქვთ უფლება, იმყოფებოდეთ ღირსეულ პირობებში. წაიკითხეთ მეტი დაკავების ადგილის პირობების შესახებ.

საჩივარი

თუ ფიქრობთ, რომ დაწესებულებაში არსებული პირობები არღვევს თქვენს უფლებებს, შეგიძლიათ ამის შესახებ მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს (ომბუდსმენს). თუ ფიქრობთ, რომ დაწესებულების თანამშრომელმა დაარღვია თქვენი უფლებები, შეგიძლიათ მიმართოთ ციხის დირექტორს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს უფლებებს არღვევს ციხის დირექტორი, შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს. 

განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ თქვენს მიმართ განხორციელებული ქმედება კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაძლოა მიმართოთ გამოძიებაზე უფლაბამოსილ ორგანოს. დანაშაულის ტიპის მიხედვით, ის  შესაძლოა მოექცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში. თუ ფიქრობთ, რომ მოგადგათ ზიანი, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით. ზიანი შესაძლოა იყოს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური. 

პროცედურა

საჩივარში უნდა მიუთითოთ ყველა შესაბამისი ფაქტი, დარღვევის სახეობა და დაურთოთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულება. შესაბამისი დაწესებულება არ განიხილავს კომპენსაციის მოთხოვნას ისე, რომ არ შეაფასოს, მოხდა თუ არა ის დარღვევები, რომლებზეც თქვენ პრეტენზია გაქვთ. დაწესებულებამ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ახსნა-განმარტებები ან დოკუმენტაცია. ანაზღაურების მოთხოვნის პროცედურა გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

გასაჩივრება

დაკავების დაწესებულების დირექტორი თქვენს საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს, რაც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 10 დღით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა თქვენს განცხადებას 10 დღის ვადაში უნდა უპასუხოს.

საჩივარი სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სპეციალური პროცედურა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია იჩივლოთ არასაკმარისი სამედიცინო მკურნალობის ან ექიმის არასათანადო ქმედების გამო. თუმცა თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ საჩივარი ზოგადი პროცედურის მიხედვით წარადგინოთ. საჩივრის პროცედურის შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ საქართველოს პატიმრობის კოდექსში.

სხვა საჩივრები

წაიკითხეთ მეტი სხვა კონკრეტული საჩივრების შესახებ ციხეში არსებულ პირობებთან დაკავშირებით.

რესურსები

ბოლო განახლებები 13/11/2023