როგორ იჩივლოთ საპატიმრო დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში და მოითხოვოთ კომპენსაცია?
გასაჩივრების უფლება
თქვენ გაქვთ უფლება იჩივლოთ, თუ ფიქრობთ, რომ ციხის თანამშრომლები ან სხვა პატიმრები არასათანადოდ მოგექცნენ პატიმრობის დროს. წაიკითხეთ მეტი არასათანადო მოპყრობის შესახებ.
სად შეიტანოთ საჩივარი?
შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ან იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას იმ შემთხვევაში, თუ ციხის თანამშრომლები ან სხვა პატიმარები არასათანადოდ მოგექცნენ ან სხვაგვარად დარღვიეს თქვენი უფლებები. შესაბამისი ორგანო, რომელიც განიხილავს თქვენს საჩივარს, პასუხისმგებელია თქვენ მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ან უფლებების უპატივცემულობის ფაქტის განხილვაზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისმა ორგანომ შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ახსნა-განმარტებები ან დოკუმენტაცია.
საჭიროებისამებრ, ის თქვენს საჩივარს გადასცემს სხვა პასუხისმგებელ დაწესებულებას ან პირს მისი შემდგომი განხილვისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, საქმის ვითარების გათვალისწინებით თქვენს მიმართ განხორციელებული ქმედება შეიძლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით გამოიძიოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
გადაწყვეტილება და გასაჩივრება
თქვენი საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს და დამოკიდებული იყოს შესაბამისი ორგანოს კონკრეტულ რეგულაციაზე. მაგალითად, თუ თქვენს საჩივარს გაუგზავნით საპატიმრო დაწესებულების დირექტორს, იგი მას 5-10 დღის განმავლობაში განიხილავს. მაგრამ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციას საჩივრის განხილვისთვის შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.
თუ არ ხართ კმაყოფილი იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელმაც განიხილა თქვენი საჩივარი, ყოველთვის შეგიძლიათ გაასაჩივროთ გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში. თქვენი საჩივრის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს, სად და როდის შეგიძლიათ გასაჩივრება.
კომპენსაცია
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა ციხეში არასათანადო მოპყრობის გამო, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია.
წაიკითხეთ მეტი, თუ როგორ მოითხოვოთ კომპენსაცია: