როგორ უნდა წარადგინოთ საჩივარი საგამოძიებო ორგანოების წინააღმდეგ და მოითხოვოთ კომპენსაცია?
გასაჩივრების უფლება
საგამოძიებო ორგანოებს უფლება აქვთ, განახორციელონ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც შესაძლოა თქვენც მიიღოთ მონაწილეობა. წაიკითხეთ მეტი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას პოლიციამ და პროკურატურამ პატივი უნდა სცენ თქვენს უფლებებს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ წარადგინოთ საჩივარი.
რა დარღვევები შეიძლება მოხდეს გამოძიების დროს?
გამოძიების მიმდინარეობისას თქვენი უფლებების დარღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საქმის შედეგზე. მსგავს შემთხვევას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, თუ ინფორმაციის მისაღებად დაგემუქრნენ, ადვოკატი არ დაასწრეს დაკითხვას ან არ მოგეცათ წვდომა დოკუმენტებზე. პოლიციის მხრიდან არასათადო მოპყრობის შემთხვევაში (ფიზიკური ძალის ან მუქარის გამოყენებას) შეგიძლიათ წარადგინოთ საჩივარი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ფიქრობთ, რომ ამან არ იმოქმედა თქვენი საქმის შედეგზე.
სად შეიტანოთ საჩივარი?
საგამოძიებო ჯგუფის წევრების ქმედებებზე შეგიძლიათ იჩივლოთ ზედამხედველ პროკურორთან. თუ არ იცით, ვინ არის ზედამხედველი პროკურორი, შეგიძლიათ უბრალოდ პროკურატურას მიმართოთ. თქვენი საჩივარი გადაეგზავნება შესაბამის პირს. საჩივრით ასევე შეგიძლიათ მიმართოთ საგამოძიებო ორგანოს გენერალურ ინსპექციას ან ცალკეულ შემთხვევებში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
საჩივრის წარდგენის ვადები
თქვენ უნდა დაიცვათ საჩივრის წარდგენის ვადები. ამ შემთხვევაში ვადა არის 10 დღე სადავო გადაწყვეტილების მიღებიდან ან ქცევის განხორციელების შემდეგ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის სჯობს საჩივარი წარადგინოთ, რაც შეიძლება დროულად.
გადაწყვეტილება
პროკურატურა საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში.
კომპენსაცია
თუ ფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესში თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია.
წაიკითხეთ უფრო მეტი, თუ როგორ უნდა მოითხოვოთ კომპენსაცია: