რა მოთხოვნები არსებობს კანონიერი პატიმრობისთვის?
პატიმრობის გამოყენების საფუძვლები უნდა იყოს განსაზღვრული ეროვნული კანონმდებლობით და უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.
წინასწარი პატიმრობის საფუძველი
პატიმრობის გამოსაყენებლად ყოველთვის უნდა არსებობდეს სავარაუდო მიზეზი იმისა, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა და რომ პატიმრობა არის ერთადერთი ღონისძიება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბრალდებული არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არ შეაფერხებს გამოძიების პროცესს ან არ დაემალება გამოძიებას, სასამართლოს ან სასჯელის აღსრულებას. პატიმრობის გამოყენების ზუსტი საფუძვლები ახსნილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
აუცილებლობა
პროკურატურამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ პატიმრობის გამოყენების გარეშე მაღალია დანაშაულის განმეორების, ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. წარსული ნასამართლობა არ შეიძლება ყოველთვის ავტომატურად ჩაითვალოს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკ-ფაქტორად.
დასაბუთებული გადაწყვეტილება
პატიმრობის საფუძვლები და მისი საჭიროება მკაფიოდ უნდა იყოს ახსნილი მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ზედაპირული და ზოგადი და მასში განმარტებული უნდა იყოს თქვენს საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები და მიზეზები.
რა უფლებები შეიძლება დაირღვეს?
თუ პატიმრობის გამოყენება კანონიერი საფუძვლის გარეშე მოხდა, ან არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა.