შეიძლება თუ არა პატიმრობის დროს დისციპლინური მექანიზმების გამოყენება და როგორ?

თქვენ შეიძლება დაგეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დაარღვევთ ციხის შიდა წესებს, ფიზიკურად ან სხვაგვარად შეურაცხყოფთ სხვა პატიმრებსა და ციხეში მომუშავე ადამიანებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები და გამოყენების წესი განმარტებულია საქართველოს პატიმრობის კოდექსში

სამარტოო საკანი

ყველაზე მკაცრი სასჯელი არის 14 დღით სამარტოო საკანში მოთავსება. სამარტოო საკანმა, თუნდაც მცირე ხნით, შეიძლება ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადამიანზე, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიურად. ამიტომ, ის შეიძლება გამოიყენონ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომა არაა შესაფერისი დარღვევისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო არასრულწლოვნებთან და ქალებთან მიმართებაში. ორსულები ან ქალები ჩვილ ბავშვთან ერთად არ უნდა მოთავსდნენ სამარტოო საკანში. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია აცნობოს ექიმს, რომ თქვენ მოთავსებული ხართ სამარტოო საკანში. სამარტოო საკანში ყოფნისას თქვენ უნდა იყოთ მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

რა უფლებები ირღვევა?

თუ თქვენ მოგათავსეს სამარტოო საკანში საპატიო მიზეზების გარეშე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან თუ სამარტოო საკანში დაგხვდათ არაადეკვატური საცხოვრებელი პირობები, ამან შეიძლება გამოიწვიოს არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა და დაირღვეს თქვენი უფლებები. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეაფასოთ, დაირღვა თუ არა თქვენი უფლებები.

რესურსები

ბოლო განახლებები 13/11/2023