ვინ და როდის უნდა გაგაცნოთ თქვენი უფლებები და მოვალეობები?
დაკავებისას მნიშვნელოვანია, იცოდეთ თქვენი უფლებები და მოვალეობები, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაგაცნოთ. მათ ასევე უნდა აგიხსნან, საჭიროების შემთხვევაში, ვის შეგიძლიათ მიმართოთ საჩივრით.
თქვენი უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმირება უნდა მოხდეს თქვენთვის გასაგებ ენაზე და საჭიროებისამებრ, თარჯიმნის დახმარებით.
დაკავებისას თქვენი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ საქართველოს პატიმრობის კოდექსი და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებებისა და შინაგანაწესების დამტკიცების შესახებ.