დისკრიმინაციას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა სიტუაციაში, ყველაზე ხშირად კი შრომით ურთიერთობებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან საქონლისა და მომსახურების მიწოდებისას. სახელმწიფო ორგანოებს, კერძო სუბიექტებს თუ ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ დისკრიმინაცია, შესაბამისად, მათ არ აქვთ უფლება, პიროვნული მახასიათებლების საფუძველზე, ვინმეს განსხვავებულად მოექცნენ.
ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება თქვენს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ასაკი, რასა, ეროვნება და ა.შ., აკრძალულია. არსებობს სპეციალური წესები, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი დისკრიმინაციისგან დასაქმების ადგილას, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქონლის და მომსახურების მიწოდებისას, ჯანდაცვის სერვისების მიღებისას და სხვა სფეროებში.
მნიშვნელოვანია დისკრიმინაციის მსხვერპლი შესაძლებელია გახდეთ სხვა სფეროებშიც, მაგალითად, სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან. ესენია: პოლიცია და სხვა სამართალდამცავი ან ადმინისტრაციული ორგანოები.
დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები
დისკრიმინაციის აკრძალვა შეიძლება განსხვავებულად იყოს ჩამოყალიბებული სხვადასხვა კანონში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დაცული და გამოყენებული უნდა იყოს დისკრიმინაციის გარეშე. თუმცა ეს ასევე არის ავტონომიური უფლება, ანუ უფლება, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ ცალკე, სხვა უფლებების მითითების გარეშე, რაც შეიძლება ეხებოდეს სახელმწიფოს მიერ რეგულირებულ ნებისმიერ სფეროს.
ზოგიერთ შემთხვევაში დისკრიმინაციის აკრძალვა უფრო დეტალურია, მაგალითად, შრომით ურთიერთობებში.
გზამკვლევის შესახებ
გზამკვლევის ეს ნაწილი განმარტავს, თუ საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროშია გავრცელებული დისკრიმინაციული მოპყრობა.
წაიკითხეთ მეტი: