დისკრიმინაცია აკრძალულია ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მიუხედავად იმისა, ისინი ეკუთვნის სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს თუ კერძო დაწესებულებებს.

თქვენ არ უნდა შეგეზღუდოთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სხვა სტუდენტებთან შედარებით დისკრიმინაციის ნიშნით არ უნდა მოგეპყრონ არათანაბრად და არ უნდა დაგიწერონ დაბალი  შეფასება.  დისკრიმინაციის აკრძალვა იცავს ყველა მოქმედ და მომავალ მოსწავლეს თუ სტუდენტს ყველა სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მათ შორისაა საბავშვო ბაღი, დაწყებითი და საშუალო სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები.

განათლებაში დისკრიმინაცია შეიძლება მოიცავდეს შემთხვევებს, როდესაც ვინმეს ანიჭებენ უპირატესობას მხოლოდ იმიტომ, რომ ფლობს გარკვეულ მახასიათებლებს. დისკრიმინაციაა, როდესაც საგანმანათლებლო პროცესში არასამართლიანად გექცევიან, რადგან მიეკუთვნებით გარკვეულ რასას, ეთნოსს, ეროვნებას, რელიგიას ან ფლობთ სხვა მახასიათებლებს, რომლებიც დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნებია.

მაგალითი დისკრიმინაციულია, როდესაც კოლეჯი ან უნივერსიტეტი უარსეუბნება მიღებაზე მამაკაცს, რომელსაც სურს ბავშვის მოვლის კურსზე განცხადების შეტანა, იმ მოტივით, რომ მათთვის არაა მისაღები მამრობითი სქესის მხრიდან ბავშვის მოვლა. ანალოგიურად, სკოლას არ შეუძლია უარი თქვას ბავშვის მიღებაზე ან დაუწეროს დაბალი შეფასება მხოლოდ მისი ეთნიკური წარმომავლობის გამო.

მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ არ მიიღონ გარკვეული რასის, ეროვნების და ადამიანთა სხვა ჯგუფს მიკუთვნებული სტუდენტი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა განმცხადებლებმა უფრო წარმატებით დაწერეს ტესტი ან გაიარეს კონკურსი. ამ შემთხვევაში ეს არ ჩაითვლება დისკრიმინაციად.

ანტიდისკრიმინაციული კანონი ცალსახად კრძალავს დისკრიმინაციას განათლების სფეროში სქესის, რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობის და სხვა მიზეზების გამო. თუმცა გარკვეულ სიტუაციებში, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, აირჩიონ სტუდენტების კონკრეტული ტიპები.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, ისარგებლონ ყველა უფლებითა და თავისუფლებით, დისკრიმინაციის გარეშე.

რა სახის უფლებები ირღვევა?

დისკრიმინაციის აკრძალვა დაირღვევა, თუ თქვენ ან თქვენს შვილს არ მიგიღებენ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სასწავლო პროცესში მოგეპყრობიან უსამართლოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ხართ გარკვეული ასაკის, რასის ან ეთნიკური წარმომავლობის.

თუ თქვენ ან თქვენს შვილს არ გაქვთ წვდომა კონკრეტული ტიპის განათლებაზე, ამან შეიძლება ასევე დაარღვიოს განათლების უფლება.

როგორ იჩივლოთ

თუ თვლით, რომ შესაძლოა განხორციელდეს დისკრიმინაცია კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველს ან სასამართლოს.

წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 30/10/2023