თქვენ არ უნდა იყოთ დისკრიმინირებული საცხოვრებლის ხელმისაწვდომობისას, განურჩევლად იმისა, უზრუნველყოფილია იგი სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის თუ კერძო პროვაიდერის მიერ.

საქართველოში სახელმწიფო და მუნიციპალური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის დისკრიმინაცია აკრძალულია ნებისმიერი საფუძვლით.

მნიშვნელოვანია კერძო საცხოვრებლის მიმწოდებლებს დისკრიმინაცია ეკრძალებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან მომსახურების მიმწოდებლები და თუ მათზე ვრცელდება მომხმარებელთა დაცვის კანონი. მაგალითად, სახლების ან ბინების გაქირავების ბიზნესი.

საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას დისკრიმინაცია შეიძლება მოიცავდეს შემთხვევებს, როდესაც სერვისის მიმწოდებელი უარს ამბობს სახლის ან ბინის გაქირავებაზე, აკეთებს დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ კომენტარებს ან შემოგთავაზებთ განსხვავებულ ისეთ პირობებს კონტრაქტში, როგორიცაა უფრო მაღალი ფასი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ეკუთვნით ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს.

მაგალითი დისკრიმინაციაა, როდესაც მესაკუთრე უარს ამბობს, ბინა მიაქირაოს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს ან შავკანიანს.

თუმცა განსხვავებული მოპყრობა მოიჯარეების არჩევისას დასაშვებია, თუ ბინის გაქირავება არ წარმოადგენს ბიზნესს.

მაგალითი დისკრიმინაციად არ ჩაითვლება, თუ ხანშიშესულ ქალბატონს სურს, ბინაში ოთახი მიაქირაოს სტუდენტ გოგონას, რადგან თავს ასე უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს.

რა უფლებები ირღვევა?

დისკრიმინაციის აკრძალვა დაირღვევა, თუ თქვენ უარს გეტყვიან საცხოვრებელზე ან შემოგთავაზებენ ინდივიდუალურ, უფრო არახელსაყრელ საკონტრაქტო პირობებს მხოლოდ იმიტომ, რომ ფლობთ გარკვეულ მახასიათებლებს, რომლებიც აღიარებულია დისკრიმინაციისგან დაცულ ნიშნებად.

როგორ იჩივლოთ

თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა დისკრიმინირებული იყოთ საცხოვრებლით ხელმისაწვდომობის საქმეში, შეგიძლიათ იჩივლოთ სასამართლოში.

წაიკითხეთ უფრო მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 30/10/2023