დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანს იცავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან სოციალური დაცვისა და სოციალური შეღავათებით სარგებლობისას. ეს აკრძალვა თანაბრად ვრცელდება სახელმწიფო, მუნიციპალურ ან კერძო სოციალურ სერვისებსა და შეღავათებზე.

მნიშვნელოვანია სოციალური შეღავათები და დახმარება, როგორც წესი, ეძლევა მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს და შექმნილია ამ კონკრეტული სამიზნე ჯგუფის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად. მიზნობრივი სოციალური შეღავათები,  როგორიცაა, მაგალითად, პენსია და რომელიც ეძლევა მხოლოდ გარკვეული ასაკის ადამიანებს ან შმმ პირებს, არ ჩაითვლება დისკრიმინაციულად. დისკრიმინაციის აკრძალვა ვრცელდება კონკრეტული ტიპის სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფში არათანაბარ მოპყრობაზე.

დაცვის ფარგლები

სოციალური დაცვა და სოციალური შეღავათები მოიცავს ფინანსურ ან მატერიალურ მხარდაჭერას ან სხვა სერვისებს, რომლებიც ადამიანებს საშუალებას აძლევთ, მაქსიმალურად სრულად ისარგებლონ სოციალური უფლებებით. დისკრიმინაცია აკრძალულია სოციალური შეღავათების ან მომსახურების გაწევისას, მიუხედავად იმისა, ისინი უზრუნველყოფილია სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის თუ კერძო სუბიექტების მიერ.

დისკრიმინაცია სოციალურ დაცვასა და სოციალურ შეღავათებთან დაკავშირებით აკრძალულია მათი მიწოდების ყველა ასპექტში, მათ შორის სოციალური შეღავათებისა და სერვისების მიწოდების, გაწეული მომსახურების ხარისხისა და მათი მიღების დროს.

მაგალითი თუ თქვენი სხვა ეთნიკური წარმოშობის მშობელი იმყოფება სოციალური მზრუნველობის დაწესებულებაში და შეამჩნევთ, რომ მისი ოთახი ყოველთვის უსუფთაოა, განსხვავებით სხვა მაცხოვრებლებისგან, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენი მშობელი შეიძლება იყოს დისკრიმინირებული ეთნიკური ნიშნის გამო.

საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონის თანახმად, თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება სოციალურ დაცვაზე, სოციალურ შეღავათებზე და სხვა.

რა სახის უფლებები ირღვევა?

დისკრიმინაციის აკრძალვა დაირღვევა, თუ კონკრეტული სახის სოციალურ დახმარებაზე, რომლის მიღების უფლებაც კანონით გაქვთ, უარი გეთქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ მიეკუთვნებით გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფს, რასას, რელიგიას ან ფლობთ სხვა მახასიათებლებს.

ასეთ ვითარებაში შესაძლოა დაირღვეს თქვენი სოციალური უზრუნველყოფის უფლებაც.

მაგალითი ადგილობრივი ხელისუფლების უარი, სოციალური შეღავათები გასცეს სირიის მოქალაქისთვის, რომელმაც მიიღო ლტოლვილის სტატუსი, შეიძლება იყოს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის და, ამავდროულად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების დარღვევა.

როგორ იჩივლოთ

თუ ფიქრობთ, რომ კანონის მიხედვით გაქვთ სოციალური დახმარების ან სოციალური შეღავათების მიღების უფლება, მაგრამ მათზე უარი გითხრეს ან უხარისხოდ მოგაწოდეს დისკრიმინაციული ნიშნით, საჩივრის მექანიზმი დამოკიდებული იქნება პასუხისმგებელ დაწესებულებაზე. სოციალური დახმარების ან კონკრეტული სარგებლის გამცემი დაწესებულებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ საჩივარი წარუდგინოთ მის ზედამხედველ ორგანოს, შემდეგ კი სასამართლოს.

წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ.

რესურსები

ბოლო განახლებები 30/10/2023