არსებობს მრავალი ნიშანი, რომელიც ეხება ადამიანებს შორის იმ განსხვავებებს, რაც შეიძლება გახდეს დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველი. დისკრიმინაციის გამოსავლენად, მნიშვნელოვანია კარგად იყოთ ინფორმირებული ყველაზე გავრცელებული ნიშნების შესახებ.

დისკრიმინაციის აკრძალვა გულისხმობს, რომ თქვენ არ შეიძლება მოგეპყრონ განსხვავებულად, არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, რაიმე ნიშნის საფუძველზე. არსებობს მთელი რიგი ყველაზე გავრცელებული ნიშნები, რის გამოც ხდება ადამიანების დისკრიმინაცია. მათ უწოდებენ "დაცულ ნიშნებს" და მათ საფუძველზე დისკრიმინაცია აკრძალულია. ისინი გვხვდება ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში და საქართველოს კანონმდებლობაში.

დისკრიმინაციის აკრძალვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია სქესი, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია ან რწმენა, ასაკი, სექსუალური ორიენტაცია, შეზღუდული შესაძლებლობები ან ენა. თუმცა დისკრიმინაცია შეიძლება ასევე მოხდეს მრავალი სხვა ისეთი მიზეზის გამო, როგორიცაა პირის პოლიტიკური შეხედულებები, სოციალური წარმომავლობა, მატერიალური მდგომარეობა ან გენეტიკური მახასიათებლები. ეს სია არ არის ამომწურავი. დისკრიმინაცია შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად რამდენიმე ნიშნითაც.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ეს ნაწილი დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ თითოეული იმ ნიშნის მნიშვნელობა, რომლის საფუძველზე აკრძალულია დისკრიმინაცია.

წაიკითხეთ მეტი დისკრიმინაციის ყველაზე გავრცელებული საფუძვლების შესახებ:

რესურსები

ბოლო განახლებები 27/10/2023