ადამიანს შეიძლება, არსებითად თანაბარ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით, არათანაბრად მოეპყრონ ერთდროულად რამდენიმე ნიშნით. ასეთ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს მრავალმხრივი დისკრიმინაცია.

მრავალმხრივი დისკრიმინაცია გულისხმობს ორი ან მეტი საფუძვლით დისკრიმინაციას. მაგალითად, თუ პირს უსამართლოდ ეპყრობიან არა მხოლოდ მისი ეთნიკური წარმომავლობის, არამედ სქესის ან შშმ პირად ყოფნის საფუძველზე.

მაგალითი მრავალმხრივი დისკრიმინაცია ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც დამსაქმებელი მზად არის, დაასაქმოს ეთნიკურად ქართველი ქალები ან ბოშა მამაკაცები, მაგრამ უარს ამბობს ბოშა ქალების დასაქმებაზე. დისკრიმინაციაა, როდესაც ღამის კლუბში უშვებენ ყველა ქალსა და ჰეტეროსექსუალ მამაკაცს, მაგრამ არა  ჰომოსექსუალ მამაკაცებს.

გზამკვლევის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ დისკრიმინაციის პრაქტიკებს, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე გავრცელებულ სფეროებში.

რესურსები

ბოლო განახლებები 27/10/2023