დისკრიმინაცია შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გზით - ღიად ან ფარულად, პირდაპირ ან ირიბად.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ დისკრიმინაცია, ძირითადად, ღია, აშკარა გზით ხდება. თუმცა ის შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა გზით. დისკრიმინაციის ყველაზე გავრცელებული სახეებია პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია, შევიწროება, ვიქტიმიზაცია და გონივრული მისადაგების შეუსრულებლობა.
მნიშვნელოვანია, იცოდეთ თუ რა გზებით შეიძლება მოხდეს დისკრიმინაცია, რათა შეაფასოთ, გახდით თუ არა დისკრიმინაციის მსხვერპლი.
გზამკვლევის შესახებ
გზამკვლევის ეს ნაწილი დეტალურად განმარტავს დისკრიმინაციის სახეებს.
წაიკითხეთ მეტი დისკრიმინაციის სახეების შესახებ: