ბრძანება დისკრიმინაციაზე მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ერთი პირი ავალებს ან აიძულებს მეორეს სხვა პირის დისკრიმინაციას.

ბრძანება დისკრიმინაციაზე გულისხმობს ვინმეს მოწოდებას, რომ დისკრიმინაციულად მოექცეს სხვა ადამიანებს რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, სქესის ან სხვა მახასიათებლების გამო.

მაგალითი კომპანიის ხელმძღვანელის დავალება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, რომ სამსახურში აიყვანონ მხოლოდ ახალგაზრდა ქალები ან  აკრძალვა ბოშა ან 50 წელს გადაცილებული ქალის დასაქმებაზე; დასაქმების სააგენტოს უარი ლგბტქი+ თემის წევრებთან მუშაობაზე, რადგან მათი მომსახურებით მოსარგებლე კომპანიამ ასეთი მითითება გასცა.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად უარყოფითი გავლენისა, მოპყრობა არ მიიჩნევა დისკრიმინაციად.

მაგალითი თუ კომპანიის ხელმძღვანელი ავალებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს, არ დააწინაუროს გარკვეული თანამშრომლები და ეს უარი ეფუძნება სამუშაოსთან დაკავშირებულ ობიექტურ მოსაზრებებს.

რესურსები

ბოლო განახლებები 27/10/2023