როგორ იჩივლოთ

თუ ფიქრობთ, რომ გახდით დისკრიმინაციის მსხვერპლი, თქვენ გაქვთ ჩივილის უფლება.

გზამკვლევის ამ ნაწილში თქვენ იხილავთ ინფორმაციას, თუ სად და როგორ უნდა შეიტანოთ დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი.

საჩივრის შეტანამდე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რისი მიღწევა გსურთ. დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება აქვს, მოითხოვოს:

  • დისკრიმინაციული მოპყრობის პრევენცია;
  • იმ პირობების აღდგენა, რაც არსებობდა დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებამდე;
  • დისკრიმინაციის შედეგად გამოწვეული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ფორმალური საჩივარი

თუ თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად თვლით, თქვენ უფლება გაქვთ, მიმართოთ სახალხო დამცველს ან/და სასამართლოს. დისკრიმინაციისგან დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმები.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოში საჩივრის წარდგენისას უნდა დაიცვათ პროცედურული ვადები. სასამართლო რიგ შემთხვევებში არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს დისკრიმინაციის საქმეზე და განსაზღვროს კომპენსაცია.

ადმინისტრაციული სანქციები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სექსუალური შევიწროებისთვის, დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, სხვადასხვა სანქციას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

დისკრიმინაცია ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, რომლის მიხედვითაც, დასჯადია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა.  ცალკე მუხლებითაა კრიმინალიზებული რასობრივი დისკრიმინაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა. დანაშაულის ჩადენა, დისკრიმინაციის შემცველი ან სხვა ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ პოლიციას.

საჩივარი საერთაშორისო ორგანიზაციებში

თუ თქვენი უფლებების დაცვის შიდა ეროვნული მექანიზმები ამოიწურა, უფლება გაქვთ, მიმართოთ საერთაშორისო და ევროპულ ინსტიტუტებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ან გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.

გზამკვლევის შესახებ

გზამკვლევის ამ ნაწილში ახსნილია, როგორ და სად შეგიძლიათ იჩივლოთ დისკრიმინაციის შემთხვევაში.

წაიკითხეთ მეტი გასაჩივრების პროცედურების შესახებ:

რესურსები

ბოლო განახლებები 16/11/2023