სახელმწიფო ინსტიტუტები

თუ თვლით, რომ ხართ დისკრიმინაციის მსხვერპლი, უფლებების დასაცავად შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველს.

საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონის შესაბამისად, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციის სამსახურს.

სახალხო დამცველი

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. იგი უფლებამოსილია, განიხილოს განცხადებები და საჩივრები, მოამზადოს ზოგადი წინადადებები შესაბამისი დაწესებულებებისა თუ პირებისთვის დისკრიმინაციის აღკვეთის საკითხზე, მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ  მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს დისკრიმინაციის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. სახალხო დამცველი წყვეტს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო საქმეზე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება და განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად არ დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი.

დამატებითი ინფორმაცია: სახალხო დამცველი.

შრომის ინსპექციის სამსახური

შრომის ინსპექციის სამსახური არის შრომის უსაფრთხოების, შრომითი უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს ზედამხედველობის სახელმწიფო ორგანო.

დასაქმებულებს შეუძლიათ გამოიყენონ შიდა მექანიზმები დისკრიმინაციის შემთხვევებისთვის. თუმცა შიდა საჩივრების მექანიზმის არსებობა არ აბრკოლებს დასაქმებულს, შრომითი დისკრიმინაციის დავის თაობაზე უშუალოდ მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. თუ ფიქრობთ, რომ დამსაქმებელმა მოახდინა თქვენი დისკრიმინაცია, შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციის სამსახურს.

რესურსები

ბოლო განახლებები 30/10/2023