თუ საჯარო ხელისუფლების მხრიდან გახდით დისკრიმინაციის მსხვერპლი, სასამართლო განიხილავს თქვენს საჩივარს. თუმცა, როგორც წესი, ადმინისტრაციულ სასამართლოში საქმის განხილვამდე, შეგიძლიათ ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართოთ.
მიმართვა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრიმინაციული მოპყრობა შეიძლება მოხდეს როგორც ადმინისტრაციული აქტის გამოცემით, ასევე მისი გამოუქვეყნებლობით, რეალური აქტით ან ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებებით.
ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
საჩივრის შინაარსი
თქვენს საჩივარი უნდა მოიცავდეს:
- ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც წარედგინება ადმინისტრაციული საჩივარი
- ადმინისტრაციული საჩივრის შემტანი პირის ვინაობას და მისამართს
- ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომლის ადმინისტრაციული აქტი ან ქმედებაა გასაჩივრებული
- გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის დასახელებას
- მოთხოვნას
- გარემოებებს, რომლებსაც საჩივარი ეფუძნება
- ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული დოკუმენტების ნუსხას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სასამართლოსთვის მიმართვა
თუ ამოწურეთ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების რესურსები, შეგიძლიათ სარჩელით მიმართოთ სასამართლოს. სასამართლო შეაფასებს, განხორციელდა თუ არა თქვენ მიმართ დისკრიმინაცია და მიიღებს თქვენი სიტუაციისთვის შესაბამის ზომებს. მან შეიძლება დაავალდებულოს სახელმწიფო დაწესებულება, შეწყვიტოს დისკრიმინაცია, გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება, დაგაბრუნოთ წინა თანამდებობაზე და მოგცეთ კომპენსაცია.
კომპენსაცია შეიძლება მოიცავდეს მატერიალური და მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურებას.