თუ ფიქრობთ, რომ გახდით დისკრიმინაციის მსხვერპლი, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით.
სასამართლოში სარჩელის შეტანის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის ან სხვა ორგანოს მიერ საქმის განხილვა.
საჩივარი
თქვენი საჩივარი უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაციას, რომელიც დაამტკიცებს დისკრიმინაციის ფაქტს ( საფუძვლები,ვინ, რა, როდის, როგორ);
- იმ სამართლებრივ დებულებებს, რომლებიც დაირღვა;
- კომპენსაციის მოთხოვნილ ოდენობას;
- შესაბამის დოკუმენტებს, რომლებიც ასაბუთებს თქვენს მოსაზრებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
პროცედურა და დრო
სამოქალაქო სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან პირს უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. პირებს, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად თვლიან, უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასრულდა შრომითი ურთიერთობა, რომლის დროსაც მათ მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული ქმედება.
სასამართლოს შეფასება
სამოქალაქო სარჩელის წარდგენისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც წარმოშობს დისკრიმინაციული მოქმედების პრეზუმფციას, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება დისკრიმინაციის არარსებობის მტკიცების ტვირთი.
კომპენსაცია
სასამართლომ შეიძლება დაავალდებულოს თქვენი მოწინააღმდეგე, გამოასწოროს სიტუაცია. მას შეუძლია დაავალოს თქვენს ოპონენტს, შეწყვიტოს დისკრიმინაცია, აღმოფხვრას მისი შედეგები ან მოგცეთ კომპენსაცია. კომპენსაცია შეიძლება მოიცავდეს მატერიალური და მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურებას. კომპენსაციის ოდენობას ადგენს სასამართლო.