გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მაშინ, როდესაც პირი ან ჯგუფი არღვევს სხვა პირის ან ჯგუფის უფლებებს ან ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს. ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს კანონიერი და გამონაკლისი.
უფლებების დაბალანსება
საჯარო განცხადებებმა, პრესის ან სხვაგვარი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენის პირის რეპუტაციას ან გამოიწვიოს სიძულვილი და ძალადობა სხვა ადამიანის ან ჯგუფის მიმართ. ამიტომ, ერთი ადამიანის ან ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული სხვების უფლებებთან მიმართებაში. გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მაშინ, როდესაც პირი ან ჯგუფი არღვევს სხვა პირის ან ჯგუფის უფლებებს ან ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს. ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს კანონიერი და საგამონაკლისო სახის.
შეზღუდვა ეხება ასევე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. მაგალითად, სახელმწიფო დაზვერვის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს ეკრძალებათ, გაამჟღავნონ ინფორმაცია, რომელიც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოიპოვეს.
შეფასების კრიტერიუმები
მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს კანონიერი და საგამონაკლისო სახის. ამიტომ, პოლიციამ, სასამართლომ, სახელმწიფო დაწესებულებებმა და თუნდაც კერძო კომპანიებმა და ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ნებისმიერი შემზღუდველი ღონისძიება:
- დადგენილია კანონით;
- ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს;
- აუცილებელია ამ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
- პროპორციულია.
წაიკითხეთ მეტი შეზღუდვების სხვადასხვა ფორმის და კანონიერი შეზღუდვების შეფასების კრიტერიუმების შესახებ: