ინფორმაციის გაზიარება
თუ გსურთ, თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ გარკვეული ინფორმაცია არ იყოს საჯარო, მნიშვნელოვანია, მისი დეტალები უნებურად თქვენვე არ გასცეთ.
მაგალითი თუ რამდენიმე ინტერვიუში თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ დეტალებზე ისაუბრებთ, სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.
ეს შეიძლება მოხდეს, მათ შორის, სოციალური მედიის ან ბლოგების გამოქვეყნებით. ინტერნეტში არსებული ინფორმაციის კოპირება და გადაცემა ძალიან მარტივია, ხოლო მისი დაცვა - რთული, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში.
გამოქვეყნებული ინფორმაცია
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია შეიძლება ხელახლა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, გამოქვეყნდეს.
მაგალითი თუ თქვენ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ თქვენი დაბადების დღის წვეულების ფოტოები და ისინი სხვებისთვის ხელმისაწვდომი ფორმატით განათავსეთ, ცხადია, მას თქვენ გარდა სხვებიც ნახავენ. თუმცა ეს სხვებს არ აძლევს უფლებას, თქვენი თანხმობის გარეშე გადმოწერონ და გაავრცელონ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაცია, ფოტო და სხვა.