არ არსებობს რაიმე სია სხვის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც შეიძლება ან არ შეიძლება გამოქვეყნდეს. ეს უნდა შეფასდეს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

შეფასება

იმისათვის, რომ შეფასდეს, გაუმართლებლად შეიჭრა თუ არა გამოქვეყნებული ინფორმაცია ვინმეს პირად ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გამოქვეყნების შინაარსი, ფორმა და შედეგი. უფრო კონკრეტულად, საჭიროა შეფასდეს:

  • პირად ცხოვრებაში შეჭრის დონე;
  • როგორ გამოქვეყნდა პიროვნების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  •  როგორ იყო დაინტერესებული პირი წარმოდგენილი პუბლიკაციაში;
  • გავრცელების მასშტაბი;
  • გამოქვეყნების შედეგად პირისთვის მიყენებული ზიანი.

მაგალითი პიროვნების პირადი ცხოვრების გარკვეულ დეტალებზე ძირითადი ფაქტების გამოქვეყნება, ისევე როგორც ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან, შეიძლება გამართლებული იყოს საზოგადოებრივი ინტერესით. თუმცა უნდა არსებობდეს ძალიან სერიოზული მიზეზები საიმისოდ, რათა გამართლდეს, განსაკუთრებით, პირადი და ინტიმური ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, როგორიცაა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია პირი, რომელიც სამედიცინო მკურნალობას გადის საავადმყოფოში.

ფოტოების გამოქვეყნება

მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება ფოტოების გამოქვეყნებაზეც, ეს ის სფეროა, სადაც სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

გამოქვეყნებულმა ფოტომასალამ, რომელიც ამჟღავნებს პიროვნების პირად დეტალებს, შეიძლება შექმნას მის პირად ცხოვრებაში შეჭრის ან თუნდაც დევნის განცდა. ასეთი შეჭრა შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, ტაბლოიდური პრესის მიერ ცნობილი ადამიანების მუდმივ შევიწროებას და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ფოტოების გამოქვეყნებას მხოლოდ მკითხველთა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

რესურსები

ბოლო განახლებები 14/09/2023