საქართველოს კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს სიტუაციას, როდესაც სამართალდარღვევა დანაშაულზე ნაკლებად მძიმეა.
საქართველოს კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს სიტუაციას, როდესაც სამართალდარღვევა დანაშაულზე ნაკლებად მძიმეა. საქართველოში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სიძულვილის ენის შემთხვევებზე. ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისგან განსხვავებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ადგენს დისკრიმინაციის რაიმე ფორმას, როგორც დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება უკვე შემუშავებულია და პარლამენტის დამტკიცებას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა საქართველოში ამ კუთხით შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს, ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. თუ ფიქრობთ, რომ ხართ კერძო პირის, სახელმწიფო ორგანიზაციის ან კერძო კომპანიის დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, განიხილოს თქვენი საქმე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სასამართლო პროცესის დროს კომპენსაციის მოთხოვნა
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ყველა პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოს წარუდგინოს საქმე კომპენსაციის მოთხოვნით, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
წაიკითხეთ უფრო მეტი სამოქალაქო სარჩელზე და პასუხისმგებლობაზე.